“ეს იყო ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეხვედრა. გვქონდა ძალიან გულახდილი სუაბარი. მე მათ ვთხოვე, არ გვესაუბრა მძიმე წარსულზე, რომელმაც დააზარალა ისინიც და მთელი ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზე, იმ ტრადიციებზე, რომელიც უნდა დამკვიდრდდეს ხელისუფლების და ბიზნესის ურთიერთობებში. ამ თვალსაზრისით პარლამენტი იქნება ერთ–ერთ აქტიური მოთამაშე ამ სფეროში”, – განაცხადა მან.
უსუფაშვილის თქმით, შეხვედრის დროს იყო კონკრეტული შეთავაზებები და წინადადებები მისი მხრიდან, მაგალითად, ერთ–ერთია ის, რომ ბიზნესასოციცია პარლამენტში მიავლენს ოფიცილაურლ ლობისტს:
“რომელიც მუმდივად დაიდებს ბინას პარლამენტში და მისთვის ყველა კომიტეტის კარი იქნება ღია”.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოფიციალური ლობისტის გარეშე არ იქნება განხილული ბიზნესთან დაკავშირებული არც ერთი საკანონმდებლო რეგულაცია.
“გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ვიდრე ბიზნესწრეების დასკვნები არ იქნება პარლამენტში”.
უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე ბიზნესმენების ძირითადი კითხვა იყო ის, იქნება თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა:
“ეს არის ნომერ პირველი მნიშვენლოვანი საკითხი მათთვის”.




