ბარნოვმა პრეზიდენტის სახელით მმართველ გუნდს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა საოკუპაციო ზოლზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს, 9 ოქტომბერს შესთავაზა, თუმცა უსუფაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ სხდომაში მონაწილეობას არ აპირებენ
“ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილთან ნებისმიერი საუბარი ამ თემაზე არის არა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისვლა, არამედ საშიშროების საბჭოში მონაწილეობა. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მიხდება ამ საკითხის კომენტირება. ვწუხვარ, რომ სააკაშვილმა მოახერხა და თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა ვერ მიიყვანა ბოლომდე ღირსეულად. არაერთხელ განმიცხადებია, რომ რაც უფრო ახლოვდება ის დღე, როცა მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება, მით უფრო იზრდება მისი მხრიდან არაადეკვატური გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების საფრთხე. რაც შეეხება ბოკერიას და ბარნოვს, მათ ვურჩევ, თავად დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე”, – განაცხადა უსუფაშვილმა.




