ახალი ამბები

საია პროკურატურას დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს

9 ოქტომბერი, 2013 •
საია პროკურატურას დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს

“8 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე დავით კაპანაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, რის შემდეგაც მას მიადგა სხეულის მძიმე დაზიანება. ჩვენ მოვინახულეთ დავით კაპანაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

 
… საია საადვოკატო დახმარებას გაუწევს დავით კაპანაძეს. ზემოაღნიშნული ინფორმაცია აშკარად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ამავე დროს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნა და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თავად აწარმოოს.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება. სამწუხაროდ, რამოდენიმე საქმეზე ეს მოთხოვნა დაცული არ იქნა და იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას ადგილი აღარ ექნება.  ამასთან, ცხადია, რომ მხოლოდ საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხის სწორად განსაზღვრა საკმარისი არ არის. აუცილებელია, გამოძიება დროულად, ეფექტურად და ობიექტურად წარიმართოს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი