“გავეცანი თქვენს საჯარო განცხადებას, რომლითაც მაცნობეთ პრეზიდენტის თხოვნა შაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მცოცავი ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვის თაობაზე. საჯაროდვე გთხოვთ, გადასცეთ ბატონ პრეზიდენტს, რომ უშიშროების საბჭოს ამ სხდომაზე დასწრებით მონაწილეობის მიღება მომიხდება მის მიერ ორგანიზებულ მორიგ პიარ-მასკარადში, რომელიც გამოიწვევს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების (საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უშიშროების საბჭო) შემდგომ დისკრედიტაციას და სერიოზული სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი (მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების უსაფრთხოება) არასერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებას. ამის სურვილი არ მაქვს, ვერ გეახლებით და თავადაც გირჩევთ, დაფიქრდეთ…”, – ნათქვამია დავით უსუფაშვილის მიმართვაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს.
“პრეზიდენტის სახელით მინდა შევთავაზო მთავრობას, რომ შაბათს შეიკრიბოს უშიშროების საბჭო რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორებზე გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით და ვიმსჯელოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალზე”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.




