ახალი ამბები

თედო ჯაფარიძე: მე მხარს დავუჭერდი უშიშრობის საბჭოს სხდომის ჩატარებას

9 ოქტომბერი, 2013 •
თედო ჯაფარიძე: მე მხარს დავუჭერდი უშიშრობის საბჭოს სხდომის ჩატარებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია:

 

“რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი. საერთოდ, უშიშროების საბჭოს გამართული ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისათვის, რომელსაც ამგვარი პრობლემები აქვს, საქართველო მაქვს მხედველობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ საკითხზე მსჯელობა. საკითხი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ბოლო დროს. მე მხარს დავუჭერდი და მივესალმებოდი, როგორც ამ კონკრეტული სხდომის ჩატარებას, ასევე ამ სტრუქტურის უფრო აქტიურ მუშაობას.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ არის საკითხები, რაც ეხება ნაციონალურ ინტერესებს:

 

“აქ როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და ერთიანად უნდა ვიცავდეთ ჩვენს პოზიციებს.”

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი პრეზიდენტის სახელით მთავრობას უშიშროების საბჭოს შეკრებას სთავაზობს:

 

“პრეზიდენტის სახელით მინდა შევთავაზო მთავრობას, რომ შაბათს შეიკრიბოს უშიშროების საბჭო რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორებზე გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით  და ვიმსჯელოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალზე”, – აცხადებს ანდრო ბარნოვი დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი