ახალი ამბები

სტივენ კინგის “კერის” კოშმარების ინსცენირება [Video]

9 ოქტომბერი, 2013 •
სტივენ კინგის “კერის” კოშმარების ინსცენირება [Video]

 

ვიდეოში მოქმედება ნიუ–იორკის კაფეში ვითარდება. კაფის სტუმრებიდან ერთ–ერთი მის გვერდით მჯდომი ადამიანის სკამს ფეხს გაკრავს, რის შედეგადაც ყავა გოგონას ლეპტოპზე იღვრება. გოგონა ბრაზდება და ტელეკინეზის (გონებით საგნების გადაადგილების შესაძლებლობა) საშუალებით მამაკაცს კედელს მიანარცხებს. 

 

ცოტა ხანში იგი თავის უნარს მაგიდების და სკამების გადასაადგიებლადაც იყენებს, მოგვიანებით კი კივილს იწყებს და კედლებზე ჩამოკიდებული სურათები და თაროზე განლაგებული წიგნები ცვენას იწყებს.  კაფეში მსხდომი სხვა ადამიანები გაოცებული და შეშინებული უყურებენ განვითარებულ მოვლენებს. უმეტესობა კაფეს ტოვებს. 

 

რეალურად კი ბიჭიც და გოგოც მსახიობია, კაფეში კი ავტომატურად მოძრავი სკამები და მაგიდებია დამონტაჟებული, მაგრამ ის, რომ სიტუაცია დადგმულია, კაფის სტუმრებმა არ იციან. 

 

ვიდეო Thinkmodo-მ შექმნა, რომელიც “ვირუსული ვიდეოების” (ვიდეოები, რომლებიც სწრაფად ვრცელდება სოციალური ქსელების მეშვეობით) მარკეტინგის კომპანიაა. ნიუ–იორკის  ყავის მაღაზიაში “კერისთან” დაკავშირებული მსგავსი პერფორმანსი აღარ გაიმართება და ის მხოლოდ ერთჯრად ხასიათს ატარებდა.  Youtube-ზე ვიდეო 7 ოქტომბერს აიტვირთა. 

 

ვიდეოს შთაგონების წყარო სტივენ კინგი რომანი “კერი” გახდა, უფრო კონკეტულად კი, რომანის ეკრანიზაცია, რომლის მსოფლიო პრემიერა 2013 წლის 18 ოქტომბერს გაიმართება.

 

კერი უაითი მორცხვი გოგონაა, რომელიც მისი თანატოლებისგან გარიყულია და ღრმად მორწმუნე დედა ჰყავს. კერი ტელეკინეტიკია და მის უნარს გამოსაშვებ საღამოზე გამოიყენებს შურისძიების ინსტრუმენტად. ფილმში კერის როლს ქლოი გრეის მორეცი, ხოლო დედის როლს ჯულიანა მური ასრულებენ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი