ახალი ამბები

ბესელია: 2014 წლის ბიუჯეტში ყველა ხარჯი გამჭვირვალეა

8 ოქტომბერი, 2013 •
ბესელია: 2014 წლის ბიუჯეტში ყველა ხარჯი გამჭვირვალეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიუჯეტი მაქსიმალურად მიმართულია სოციალური პროექტებისკენ:

„კომიტეტმა დაუჭირა მხარი ბიუჯეტის წარმოდგენილ კანონპროექტს. ბიუჯეტში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მაქსიმალურად მიმართულია სოციალური პროექტებისკენ. იზრდება სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსება, განათლების კუთხით, ასევე, სოციალური დაცვის კუთხით, ბევრი პარამეტრი გაიზრდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ მეტი თანხა დაიხარჯოს სოციალურ პროექტებზე.“

ბესელია ყურადღებას ბიუჯეტის გამჭვრივალობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ყველა ხარჯი დეტალიზებულია:

„ასევე, რაც მთავარია, ბიუჯეტში არ არის ჩრდილოვანი და დაფარული მუხლები, როგორიც იყო ადრე, სხვა და სხვა და ა.შ. გაუგებარი ხარჯებისთვის მაქსიმალურად დეტალიზებულია ყველა საკითხი, ყველა მიმართულებით, რისთვის უნდა მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების მიმართვა. მაქსიმალურად გამჭვირვალე ბიუეჯტის პროექტია წარმოდგენილი და, რაც ყველაზე მთავარია, ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული არის.“

მასალების გადაბეჭდვის წესი