აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ შენიშვნები აქვთ, თუმცა ისინი არსებითი ხასიათის არ არის:
“ჩვენ დასკვნას წარვადგენთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. შეიძლება ითქვას, შენიშვნები არსებითი ხასიათის არ არის. ყოველ შემთხვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრისას ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცალკეულ სეგმენტში კარგი იქნებოდა გამოჩენილიყო თანამიმდევრულობა, სტრატეგიული ხაზი. მაგალითად, ვისურვებდი, რომ ბიუჯეტიდან მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას და აქცენტი გაკეთებული იქნა იმაზე, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ევროკავშირიდან, მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს და ეს მართლაც ასეა, მაგრამ თუ დამატებითი რეზერვები გამოინახება ბიუჯეტში, ჩვენ მივესალმებით ამას. სერიოზული, კრიტიკული შენიშვნები არ გვაქვს.”
დღევანდელ განხილვას ესწრებოდა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული. მისივე თქმით, ბიუჯეტი წინა წელსაც ასეთი იყო და ასე იქნება მანამ, სანამ მოსახლეობას უჭირს:
“გასართობ ღონისძიებებზე, გაუგებარი მშენებლობების წარმოებაზე, რომელიც შემდეგ ვითომდა ფიქტიურად იწვევდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ასეთ რაღაცებზე ჩვენ თანხებს აღარ დავხარჯავთ, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ჩვენ არ გვჭირდება წელმოშიშვლებული ქალბატონები თბილისის ცენტრში, სააკაშვილის ჩამობრძანებული, ჩვენ გვჭირდება დანაყრებული, განათლებული საქართველო.”
ცაგარეიშვილი აცხადებს,რომ გარემოსდაცვითი პრობლემები მძიმეა და სამინისტროს დამატებით 2 მილიონი ჭირდება:
“გარემოსდაცვითი პრობლემები მძიმედ დგას. ჩვენ დაგვხვდა უმძიმესეი მდგომარეობა, მათ შორის საბიუჯეტო კუთხითაც. ფატობრივად, სამინისტრო გაუქმების პირას იდგა, დაფინანსება წლიდან წლამდე იკლებდა. ჩვენ რაც შევძელით პირველ წელს, გავზარდეთ სამინსიტროს ხარჯები, შევქმენით რამდენიმე ახალი უწყება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მილიონი ლარი, რომ სრულად განვახორციელოთ ჩვენზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები. არავისკენ ხელის გაშვერას არ ვაპირებ, მაგრამ მოვითხოვ, რომ სამინისტროს დაფინანსება გაეზარდოს. მე არა მგონია, რომ 2 მილიონი ფინანსთა სამინისტროსთვის იყოს ტრაგედია. ნამდვილად არ მგონია, ამიტომ ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაფინანსება გაიზარდოს. ეს არის სახელფასო ფონდი, ეს არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისთვის აუცილებელი სახსრები.”



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



