ახალი ამბები

გულიკო ზუმბაძე: არ ვიცოდი, რომ რესტორანში გამართული ღონისძიება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

8 ოქტომბერი, 2013 •
გულიკო ზუმბაძე: არ ვიცოდი, რომ რესტორანში გამართული ღონისძიება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

წისქვიშლი” გამართულ წვეულებას თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხოლო მთაწმინდაზე – მერიის. მისივე თქმით, თავდაპირველად მხოლოდ ერთი ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა, რომელსაც უნდა დასწრებოდნენ, როგორც თბილისის მერიის, ასევე საკრებულოს წარმომადგნლები:

 

გულიკო ზუმბაძე
გულიკო ზუმბაძე

“მე პირდაპირ გეტყვით, რომ წინა დღეს თათბირზე ბატონმა ირაკლი შიხიაშვილმა [საკრებულოს თავმჯდომარე] გვაცნობა აღნიშნული ღონისძიების შესახებ, თუმცა მან თქვა, იმის გამო, რომ არ მომხდარიყო შეხლა–შემოხლა [მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს შორის] საკრებულოს თანამშრომლები ცალკე დამსახადარიყვნენ. ჩემთვის უცნობი იყო, თუ ეს იქნებოდა კორპორატიული და ასევე ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული, რადგან საკრებულოს თანამშრომლები ადრეც არაერთხელ შევკრებილვართ. შემდეგ მე მომივიდა SMS, რომ მივსულიყავი რესტორან “წისქვილში” და როცა იქ მივედი, მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რომ ეს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. მე პროტესტი გამოვთქვი. იქ დავრჩი ძალიან ცოტა ხანს და შემდეგ წავედი მთაწმინდაზე. იქაც ნახევარი საათი დავყავი, შევხვდი რამდენიმე საპატიო მოქალაქეს და უცხოელ სტუმარს და ამის შემდეგ სახლში წავედი”.

 

გულიკო ზუმბაძის თქმით, უცხოელი სტუმრები და საპატიო მოქალაქეები მხოლოდ მთაწმინდაზე გამართულ ღონისძიებას ესრებოდნენ, ხოლო რესტორან “წისქვილში” იმყოფებოდნენ საკრებულოს თანამშრომლები და ცენტრალური ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთა დასახელებისგანაც მან თავი შეიკავა. 

 

“თბილისობასთან” დაკავშირებით, 6 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ვახშამზე, რომელიც რესტორან “წისქვილში” გაიმართა, თბილისის ბიუჯეტიდან 7283 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცხოელი სტუმრები და საპატიო მოქალაქეები “წისქვილში” გამართულ წვეულებასაც ესწრებოდნენ.

 

რესტორან “წისქვილში” გადაღებული ვიდეომასალა, გუშინ, 7 ოქტომბერს zonanews.ge-მა გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი