ახალი ამბები

დაცულია თუ არა თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში უსაფრთხოების ნორმები

8 ოქტომბერი, 2013 •
დაცულია თუ არა თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში უსაფრთხოების ნორმები

თბილისის მეტროპოლიტენში არსებულ მდგოამრეობასთან დაკავშირებით დღეს, 8 ოქტომბერს, საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ლევან კოპლატაძე მოიწვიეს. ფრაქციის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, არსებობდა ინფორმაცია, რომ მეტროპოლიტენში ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების, სანიტარული და სხვა ნორმების დარღვევის ფაქტებს.

 

“მეტროპოლიტენის დირექტორის მხრიდან ამომწურავი პასუხი მივიღეთ. მისი თქმით, მეტროპოლიტენის სისტემა აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა, ამასთან ერთად, ის დაგვპირდა, რომ მოეწყობა ტური საკრებულოს დაინტერესებული წევრებისთვის და ჟურნალისტებისთვის და ჩვენ შეგვძლება ადგილზე ვნახოთ სიტუაცია”.

 

როგორც კოპლატაძე აცხადებს, გავრცელდა უსაფუძვლო ინფორმაცია, თითქოს მეტროპოლიტენის სადგურებში ჩამოიხხსნა მარმარილოს ფილები და დამაგრდა პლასტიკატი:

 

“თქვენ ვერ დამისახლებეთ ვერც ერთ მეტროსადგურს, სადაც 1 გრამი მარმარილო მაინც ჩამოიხსნა. რაც შეეხება თემას, თითქოს სადგურებში ყველაფერი უნდა იყოს ცეცხლგამძლე, თქვენ ვერ დამისახლებეთ  მეტროპოლიტენის ვერც ერთ სადგურს მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ცეცხლგამძლე იქნება. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და შესაძლოა უკეთესადაც კი, ვიდრე ბოლო 25 წლის მანძილზე”, – განაცხადა კოპლატაძემ.

 

მეტროპოლიტენის სადგურების შემოწმების მიზნით ზემოხსენებული ტური მომავალ კვირაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი