“ცოტა ხნის წინ შევხვდი ანი ნადარეიშვილს, ბაჩო ახალაიას მეუღლეს, რომელიც, სხვათა შორის, პროკურატურის ძალიან კარგი თანამშრომელი იყო. ძალიან მებრძოლი და მაგარი გოგოა. მამამისი არ იყო უბრალო კაცი, აფხაზეთში ბოლომდე იბრძოდა. ის პარადოქსული სიტუაცია, რომელიც ბაჩო ახალაიას სასამართლოზე შეიქმნა პროკურატურის მხრიდან, უკვე ყველა საზღვარს ცდება. ფაქტია, რომ მოულოდნელად ავად გახდნენ პროკურორები, იმიტომ, რომ პროცესი გაიწელოს. მეორე საქმეზე სრულიად მოსალოდნელი გამამართლებელი განაჩენი რატომღაც არ ცხადდება და ამაშიც ძირითადი წვლილი პროკურატურას მიუძღვის და ახლაც რაღაც საქმეა, რომელიც ძირითადად კანონიერი ქურდების ჩვენებებს ეფუძნება.
მე ვიცი, რომ საზოგადოებას აქვს სხვადასხვა დამოკიდებულება და ზოგს შეიძლება მე არ მოვწონდე, ბევრს ბაჩო და ბევრს საერთოდ არავინ არ მოწონდეს, მაგრამ რამე წესი ხომ უნდა არსებობდეს?! როგორ შეიძლება სახელმწიფო და კანონიერი ქურდები ერთად, ვინც არ უნდა იყოს, ასამართლებდნენ. ჩვენ ეს მაფია ერთხელ დავძლიეთ და საქართველოში კანონიერი ქურდები ვეღარ ჯეჯილობდნენ, და ახლა ისინი ვიღაცას ასამართლებენ. ვფიქრობ, ყველამ საღ აზრს უნდა მოუხმოს, სამართალმა უნდა იზეიმოს, სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ და მე ნამდვილად ვერ განვსაზღვრავ წინასწარ, რომელი იქნება ეს გადაწყვეტილება”– განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შვიდი სპეცრაზმელის წამების ორგანიზებას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში წარდგენილ ბრალზე ბაჩო ახალაია სასამართლოს განაჩენს აგვისტოს შემდეგ ელოდება. სასამართლოში კი ამის შემდეგ ახალაიას წინააღმდეგ მხოლოდ ერთი – ციხის ბუნტის საქმე რჩება, რომელზეც პროკურო რეზო ნადოი 20 სექტქმბერს პროკურორმა ია დარჯანიამ შეცვალა. ერთ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია უკვე გაამართლა.




