“ლაზიკის პორტის აშენებას ჩეენ ვჩქარობდით, რადგან ავღანური ტვირთები უნდა წამოგვეღო და, ჩემი აზრით, ტვირთების წამოღება და პორტის ამუშავება მინიმუმ გააორმაგებდა საქართველოს ეკონომიკას მომდევნო 4–5 წლის განმავლობაში.ზუსტად ასე შეიქმნა თავის დროზე სინგაპურის პორტი და ხშირად გვადანაშაულებდნენ ამ სინგაპურის პორტის იდეის მოპარვაში, მაგრამ ეს არის სწორედ ის, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონალური ცენტრი. არა უბრალოდ დერეფანი, არამედ ცენტრი”.– განაცხადა სააკაშვილმა.
პროექტი, რომლის იდეაც თავად მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა, პორტთან ერთად ახალი ქალაქის, ლაზიკის აშენებასაც გულისხმობდა. შეკითხვაზე, იმუშავებს თუ არა პორტი ქალაქის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა:
“პორტი თავად შექმნის ქალაქს. ლაზიკა და ანაკლია ერთი და იგივეა, ანაკლია არის კურორტი, რომელიც ნულიდან შევქმენით. ლაზიკის პორტი, სადაც შენდებოდა იმის მარცხნივ–მარჯვნივ 3 კილომეტრის მანძილზე, არის მთლიანად ანაკლია. ლაზიკა არის უბრალოდ დასახელება, ცალკე ბრენდი ამ პორტისთვის და ამას მოყვებოდა ქალაქის მშენებლობა. რაც შეეხება ჭაობების დაშრობა- არდაშრობას, მთავრობამ თქვა და არ მინდა პოლემიკაში შევიდე, მაგრამ თურმე არ ვარგა ლაზიკა და უნდა იყოს ანაკლია, რაც ერთი და იგივეა. ჩემმა შვილმა ნიკუშამ ეს კარგად იცის, ისევე, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა. ჭაობები რომ არ დამშრალიყო, არ იარსებებდა ქალაქი ბათუმი, არ იარსებებდა ბიჭვინთის კურორტი. უფრო მეტიც, კოლხეთის დაბლობი უნდა დავაშროთ, რომ იქ ავაშენოთ სასოფლო- სამეურნეო კულტურები”.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელებისთვის 200 მილიონი დოლარი არსებობდა. მისივე თქმით, პორტი ასევე ინსტრუმენტია რუსეთისგან თავის დასაცავად:
“ფული იდო ანგარიშზე, რომელიც წაიღეს უფასო ხვნა-თესვისთვის უმეტესი ნაწილი და სხვა პროეტქებზე, რომლის მიზანშეწონილობაც კიდევ უფრო უცნობია ჩემთვის, ვიდრე უფასო ხვნა-თესვა. პროექტი გამოცხადებიდან გვიან იმიტომ დავიწყეთ, რომ გვყავდა სერიოზული საინჟინრო ჯგუფი სხვადასხვა ვერსიებიდან ამოირჩა იქ, სადაც ყველაზე კარგად შედიოდა ეს კანიონი. ეს პორტი არის ჩვენი დაცვა რუსებისგან, რუსებს აქვთ გეგმა, რომ განმუხურიც შეუერთონ თავის ოკუპირებულ ზონას, იქ რომ უკვე პორტი იყოს, ეს იქნებოდა შემაკავებელი. ჩვენ არ შეგვიძლია რუსების შეკავება გრძელვადიანი სამხედრო ძალით. ჩვენ შეგიძლია მათი შეკავება განვითარებით, ახალი პორტებით, ქალაქებით. აი, ყულევის საერთშორისო ტერმინალი, ძალიანაც ეფხანებოდათ ხელი, მაგრამ 2008 წელს ვერ დაბომბეს იმიტომ, რომ უკვე არის დიდი საერთაშორისო ინვესტიცია. ზუსტად ასევე განმუხური იქნებოდა ხელშუხებელი დღეისთვის, ჩვენი გეგმა რომ განხორციელებულიყო”.–განაცხადა სააკაშვილმა.







