ნეტგაზეთი | რუსეთში აგვისტოს ომის გმირად აღიარებული ნაჩაევი სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ რუსეთში აგვისტოს ომის გმირად აღიარებული ნაჩაევი სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ – Netgazeti

რუსეთში აგვისტოს ომის გმირად აღიარებული ნაჩაევი სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ

ერთ–ერთი პირველი მეჩირაღდნე, რომელიც სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიურ ცეცხლს მიიტანს, ივან ნაჩაევია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილების გამო რუსეთში გმირის წოდება მიანიჭეს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “Россия 24” ავრცელებეს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ 2008 წელს ნაჩაევის თვითმფრინავი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცაზე დაფრინავდა, დააზიანეს. სიუჟეტის მიხედვით, თვითმფრინავის ორივე ძრავა დაზიანდა, თუმცა ივან ნაჩაევმა მიღებული ბრძანება მაინც შეასრულა და თვითმფრინავის საკუთარ ავიაბაზაზე დაბრუნება შეძლო:

 

“ეჭვი არ მეპარება, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად შევასრულებ, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ, რადგან დიდი ისტორიული მომენტია ჩემს ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში”– განაცხადა მან. 

 

ზამთრის ოლიმპიადა 7 თებერვალს გაიხსნება, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. 2014 წლის ზამთრის ოლიპმიური თამაშები რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში იმართება. სოჭი რუსეთ–სასქართველოს დე იურე საზღვართან ახლოს მდებარეობს. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge