“ესტონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ილვესმა კიშენიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან, იურიე ლეინკასთან ერთად, ღვინის ფესტივალის გახსნისას განაცხადა. „ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა“-აღნიშნა ილვესმა რუსეთის ქმედებების კომენტირებისას”.– ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ღვინის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაესწრო. მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა მოლდოვას პრემიერ– მინისტრთან, იურიე ლეანკასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნატალია გერმანთან.




