“სამართალდამცველებმა ფლორიან რ-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ლიზერგინის მჟავით – ე.წ. „ელ-ეს-დე“-თი გაჟღენთილი 72 მცირე ზომის ფირფიტა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, _ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




