იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად დღეს პარლამენტმა კენჭი ცისმარ ონიანის, ზურაბ სანიკიძის და თინათინ ტყეშელაშვილის კანდიდატურებს უყარა.
კენჭისყრის პირველ ტურში ხმათა საკმარისი რაოდენობა, სიითი შემადგენლობის 2/3 ვერ ცერთმა კანდიდატმა მიიღო. წარმოდგენილმა კანდიდატებმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერც მეორე კენჭისყრისას დააგროვეს, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრის ადგილი ისევ ვაკანტურია.
საქართველოს პარლამენტმა 14 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 არამოსამართლე წევრი აირჩია, რომლებმაც დააგროვეს ხმების ნახევარზე მეტი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად პარლამენტმა აირჩია:
1. გოჩა მამულაშვილი(კავკასიის უნივერსიტეტის კანდიდატი) – 82 ხმა.
2. . ვახტანგ თორდია (საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის კანდიდატი)– 91 ხმა.
3. კახაბერ სოფრომაძე (თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის კანდიდატი) – 85 ხმა.
4. ევა გოცირიძე (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის კანდიდატი)– 92 ხმა.




