ახალი ამბები

ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის “ოცნების” სახელით კენჭს გივი ჭიჭინაძე იყრის

13 მარტი, 2018 • 2476
ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის “ოცნების” სახელით კენჭს გივი ჭიჭინაძე იყრის

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” სახელით კენჭს გივი ჭიჭინაძე იყრის. ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველი პარტიის სხდომაზე დღეს, 13 მარტს მიიღეს.

გივი ჭიჭინაძე ამჟამად იმერეთის გუბერნატორია. ის ამ  თანამედბობას 2015 წლის თებერვლიდან იკავებს.

შუალედური არჩევნებისათვის საკუთარი კანდიდატურა “ევროპულ საქართველოსაც” ჰყავს დასახელებული.  4 თებერვალს, პარტიის ყრილობაზე ცნოვბილი გახდა, რომ ხონისა და ვანის ოლქის მაჟორიტარობისთვის პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა იბრძოლებს.

ხონისა და ვანის ოლქში შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი