ახალი ამბები

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე: ახალაიას შეეძლო სხვა ოთახი გამოეყენებინა, სადაც გადაღება არ ხორციელდება

4 ოქტომბერი, 2013 •
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე: ახალაიას შეეძლო სხვა ოთახი გამოეყენებინა, სადაც გადაღება არ ხორციელდება

დღეს, 4 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრობის კოდექსის მეცხრე და ორმოცდამეთოთხმეტე მუხლები იძლევა საშუალებას, როდესაც არის უსაფრთხოების ზომები მისაღები, უსაფრთხოების მიზნით განხორციელდეს ელექტრონული ხასიათის კონტროლი:


“ამასთან დაკავშირებით ბაჩანა ახალაია იყო გაფრთხილებული. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს არის გასული წლის ნომბრის კადრები, მაშინ ის არ იყენებდა იმ უფლებას, რომ სხვა ოთახში, სადაც არ ხორციელდება ვიდეო-აუდიო კონტროლი, შეხვედროდა იგივე სახლხო დამცველის წარმომადგენლებს, თუ სხვას. დღეს ის იყენებს ამ უფლებას და სხვაგან ხვდება, სადაც არ ხორციელდება ვიდეო-აუდიო კონტროლი.”

 

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ბაჩანა ახალაიას სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის აუდიოჩაწერა, როცა ეს კანონით აკრძალულია, გიორგაძე პასუხობს:

 

“რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ცნობილია, რომ ეს ჩაწერა მიმდინარეობს, მისთვის ცნობილი იყო, ამაზე ხელი აქვს მოწერილი, ეს ყველასთვის ცნობილი იყო და თვითონ არ აკეთებდა იმას, რომ … ახლა ხომ არ გამოთიშავ  იმ დროს და ა.შ. ხო? შეხვედრების სხვა ოთახები არსებობს, სადაც არ ხორციელდება ეს უფლება. აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ მან იცოდა.”

 

კითხვაზე, ხომ არ ხდება, ან ხდებოდა მსგავსი ტიპის ჩაწერა ვანო მერაბიშილის შემთხვევაში, გიორგაძე პასუხობს, რომ ამჟამად ეს ინფორმაცია არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი