ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევით მარგველაშვილს 43% უჭერს მხარს

4 ოქტომბერი, 2013 •
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევით მარგველაშვილს 43% უჭერს მხარს

  

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კვლევა გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩს” პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუკვეთა:

“27 ოქტომბირის არჩევნების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა“ (Greenberg, Quinlan, Rosner Research) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ინტერვიუები ჩატარდა 2013 წლის 15-21 სექტემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მოიცავდა 1,204 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის ცდომილების ხარისხი შეადგენს +/-2-3 პროცენტს. გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს საზოგადოების ევრო-ატლანტიკური მისწრაფება უცვლელია – გამოკითხულთა თითქმის 80% მიესალმება საქართველოს სურვილს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. გამოკითხვა ნათელს ფენს წინასაარჩევნო კომპანიაში არსებულ ვითარებას, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმება, ქვეყნის განვითარების ვექტორი. იმედია, ეს კვლევა ხელს შეუწყობს უფრო ინფორმირებულ დისკუსიას წინასაარჩევნო პერიოდში”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კვლევის მიხედვით, ნინო ბურჯანაძეს გამოკითხულთა 8 პროცენტი უჭერს მხარს, შალვა ნათელაშვილს- 5 პროცენტი, გიორგი თარგამაძეს- ერთი პროცენტი, კობა დავითაშვილს – 1%. 17–მა პროცენტმა საკუთარი არჩევანი არ დააფიქსირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი