ახალი ამბები

შათირიშვილი ამბობს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსსა და აუდიტის დასკვნას არ იცნობს

13 მარტი, 2018 •
შათირიშვილი ამბობს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსსა და აუდიტის დასკვნას არ იცნობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი ზაზა შათირიშვილი გასაუბრებაზე ამბობს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ასევე, აუდიტის ბოლო დასკვნას მაუწყებლის ფინანსების თაობაზე არ იცნობს. შათირიშვილმა შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე განაცხადა, რომ პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტი ნანახი აქვს.

“ამდენ რაღაცებს ნამდვილად არ ვიცნობ.  მე ისეთი სერიოზული კომპეტენცია, როგორც თქვენ გაქვთ, აქ მსხდომ ადამიანებს და კიდევ ბევრს, არ მაქვს. მე ვარ ავტორი პრაქტიკოსი. ამიტომ ბევრი რაღაც არ ვიცი.

…[ბორდის] წევრი რომ გავხდები… ბოლოს და ბოლოს, უმაღლეს მათემატიკაში რაღაც ნიშნები მყავდა და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტსაც გავიგებ”, – განაცხადა შათირიშვილმა.

“მაუწყებლის ქცევის კოდექსს არ ვიცნობ, მაგრამ  ჩემი საკუთარი ქცევის კოდექსი, რომელიც მაქვს შიგნიდან და რომელსაც მორალური კანონი ეწოდება, ასევე მნიშვნელოვანია. აუცილებლად წავიკითხავ, როდესაც გავხდები საბჭოს წევრი”, – აღნიშნა შათირიშვილმა.

ზაზა შათირიშვილის გასაუბრება სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობის მსურველ ზაზა შათიშირიშვილის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ნაწყვეტი).

Posted by netgazeti.ge on Tuesday, 13 March 2018

შესარჩევი კომისიის წევრის, მამუკა ანდღულაძის კითხვას, როგორ მიიღებს  გადაწყვეტილებას, თუ ბორდის წევრად აირჩევენ, შათირიშვილმა უპასუხა, რომ ამ ტიპის ინფორმაციის გაცნობას მოკლე დროში მოახერხებს.

“თუ ბორდის წევრი გავხდები, არა მგონია, ისეთი გონებრივი პრობლემები მქონდეს, რომ ეს ვერ გავიგო”, – განაცხადა შათირიშვილმა.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა − მეურვეთა კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა. მეურვის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე 14 განაცხადია შესული:

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი
  2. ნინია კაკაბაძე
  3. დონარა შონავა
  4. ზაზა შათირიშვილი
  5. იზაბელა ოსიპოვა
  6. ხატია ყურაშვილი
  7. ზვიად დევდარიანი
  8. ბესო ლილუაშვილი
  9. ნათია სირაბიძე
  10. ვლადიმერ ბოჟაძე
  11. ია მამალაძე
  12. ნათია კობერიძე
  13. ბაია პატარაია
  14. დავით კორახაშვილი

ზაზა შათირიშვილის ხედვას საზმაუს განვითარებაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა კონცეფციები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი