ახალი ამბები

გიგი უგულავა “ჯიჰადის ვიდეოს” საქმის გამოძიებაზე: მე ეჭვს ვერ შევიტან

3 ოქტომბერი, 2013 •
გიგი უგულავა “ჯიჰადის ვიდეოს” საქმის გამოძიებაზე: მე ეჭვს ვერ შევიტან

 

“მე რაც მოვისმინე და ვნახე ამ დილით, თვითონ დანაშაულის სქემა, საკმაოდ მწყობრი და ლოგიკურია. ამიტომ ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, მე [ეჭვს] ვერ შევიტან, რადგან არ მაქვს მეტი ინფორმაცია. თუმცა, ისევე, როგორც მე, ალბათ საზოგადოების ბევრ წევრს გაუჩნდება შეკითხვა იმ ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, რაც თუნდაც ამ ყველაფრის გამოცხადებას ახლდა თან. ჩვენ ვნახეთ ჯერ ერთი მინისტრის წუხილი, რომ არ არის გახსნილი, შემდეგ მეორე მინისტრი ნიშნის მოგებით, რომ თითქოს გახსნილია, ახლა გავიგეთ, რომ თურმე უკვე ერთი თვეა გახსნილია”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს შეიძლება იყოს მთავრობის შიდა კომუნიკაციის პრობლემები და უშუალოდ გამოძიებას არ უკავშირდებოდეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმეზე გამოვლენილია პირი, რომელმაც ეს ვიდეომასალა დაამზადა და გაავრცელა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს არის 24 წლის სამარ ჩოკუტაევი, ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმში, მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი