“ისინი იგონებენ სხვადასხვა ვერსიას და ყველა ვერსია არის ისეთი, რომ გვითხრან, თითქოს ამის სრულყოფილად გამოძება და ბოლომდე მიყვანა არის შეუძლებელი. ძალიან მაინტერესებს, თუ ერთი თვის წინ გახსნეს ეს საქმე, რას ელოდებოდნენ?! მარტო მე მაქვს ამაზე ბრიფინგი ჩატარებული 5–6–ჯერ და ჩვენი გუნდის კიდევ რამდენ წევრს, და სამოქალაქო საზოგადოების არაერთ წარმომადგენელს აქვს ეს მოთხოვნა დაყენებული, რომ გვითხარით, რა ხდება. თუ ერთი თვეა, რაც გამოიძიეს, რას ელოდებოდნენ? წარმოიდგინეთ, საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი არსებობს რაღაც საქმეზე და ვითხოვთ აქტიურად, გვითხარით რა ხდება, დღეს კი გვეუბნებიან, რომ თურმე ერთი თვის წინ გახსნეს ეს საქმე და დაავიწყდათ, რომ ჩვენთვის ეთქვათ? ჩვენ ხომ ვახსენებდით, რომ უნდა ეთქვათ, რატომ არ თქვეს?”, – განაცხადა ბარნოვმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმეზე გამოვლენილია პირი, რომელმაც ეს ვიდეომასალა დაამზადა და გაავრცელა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს არის 24 წლის სამარ ჩოკუტაევი, ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმში, მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.




