ახალი ამბები

ფილმის “ჰობიტი: სმაუგის განადგურება” მთავარი ტრეილერი [Video]

4 ოქტომბერი, 2013 •
ფილმის “ჰობიტი: სმაუგის განადგურება” მთავარი ტრეილერი [Video]

 

“2:29 წუთიან ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ რეჟისორი პიტერ ჯექსონი ახალი ფილმში მასშტაბურ ბატალურ სცენებს გვთავაზობს. ტრეილერის ნახვის შემდეგ აუცილებლად დაინტერესდებით, ეს ჰობიტის მეორე ფილმია, თუ “ბეჭდების მბრძანებლის” პრიქველი, თუმცა შეიძლება ორივეა.”–წერს გამოცმა “TIME”

 

ჰობიტები ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი არსებები არიან, რომლებიც გვხვდებიან ნაწარმოებებში – “ჰობიტი”, “ბეჭდების მბრძანებელი”, “დაუსრულებელი მოთხრობები” და “შუამიწეთის ისტორია”. ნაწარმოები “ჰობიტი” რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა 3 ნაწილად დაყო. პირველი ფილმი “ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა” ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა, მეორე ფილმის “ჰობიტი: სმაუგის განადგურება”პრემიერა კი 2013 წლის 13 დეკემბერს გაიმართება. 

 

ახალი ფილმის სიუჟეტი  „მოულოდნელ მოგზაურობაში“ დაწყებული მოვლენების გაგრძელებას წარმოადგენს. ჰობიტი ბილბო ბეგინსი ჯადოსან გენდალფთან, ჯუჯა თორინ მუხისფარისა და მის თანმხლებ ჯუჯებთან ერთად  მარტოსული მთის მიმართულებით მოგზაურობს, ბნელტევრის, ესგაროთის და ველის გავლით.

 

მათი მიზანია დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული განძის დაბრუნება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ იენ მაკ-კელენი (გენდალფი), მარტინ ფრიმენი(ბილბო ბეგინსი),  კეიტ ბლანშეტი (გალადრიელი), ორლანდო ბლუმი (ლეგოლასი), ბენედიქტ კუმბერბაჩი (სმაუგი, ხმა), და სხვები. 

 

ნაწარმოებში “ჰობიტი” ერთ–ერთი საკვანძო ეპიზოდია ბილბო ბეგინსის გოლუმთან შეხვედრა.  ამ შეხვედრისას ბილბო პოულობს გოლუმის ბეჭედს, რომელსაც  ნებისმიერი არსების გაუჩინარება შეუძლია.  წიგნის დასასრულს ბილბო ბრუნდება შინ, ჰობიტონში, მაგრამ მოგვიანებით  ბეჭედი დამოუკიდებელ როლს თამაშობს ტოლკინის შემდეგ წიგნში, „ბეჭდების მბრძანებელი“.

 

“ბეჭდების მბრძანებელის” ტრილოგიაც ასევე რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გადაიღო, სამიდან ბოლო ფილმმა, “ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება”, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, 11 ოსკარი მიიღო.

 

ნაწარმოები” ჰობიტი” პირველად 1937 წელს გამოიცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი