ახალი ამბები

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს მავთულხლართების დემონტაჟისკენ მოუწოდებს

3 ოქტომბერი, 2013 •
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს მავთულხლართების დემონტაჟისკენ მოუწოდებს

“ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ რუსეთის უსაფრთხოების ძალების განგრძობად და მზარდ აქტივობებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ღობეების და სხვა ბარიერების განთავსებასთან დაკავშირებით. ბორდერიზაციის ეს პროცესი შეუსაბამოა რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბორდერიზაცია ხელს უშლის ნდობის ფაქტორს მხარეებს შორის და ქმნის რთულ სიტუაციას გამოყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედრაციას, აღნიშნული ბარიერების დემონტაჟისკენ”,  – განაცხადა მან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი