პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატმა პირადად მიიღო წილისყრაში მონაწილეობა და საკუთარი რიგითი ნომერი თავადვე გამოავლინა. რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“,“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატებს. მათ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუკეთესო შედეგის მქონე მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიების რიგითი ნომრები შეინარჩუნეს.
გიორგი მარგვეაშვილის საარჩევნო ნომერია 41, დავით ბაქრაძის – 5, გიორგი თარგამაძის – 10, შალვა ნათელაშვილის – 9, კობა დავითაშვილის – 4, ნინო ბურჯანაძის – 14, ზურაბ ხარატიშვილის – 15.




