აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ირინე იმერლიშვილთან ერთად ზურაბ აბაშიძეა. როგორც პარლამეტნის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ, კანონპროექტის გაწვევის მიზეზი საზოგადოებაში გაჩენილი აზრთა სხვადახვაობა და გამოთქმული წინადადებებია:
„კანონპროექტის გაუმჯობესებისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტი გამოვიხმოთ. მიგვაჩნია, რომ უმჯობესია მოცემული საკითხის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები შეიმუშავოს და კანონპროექტი შეიმუშავოს და საქართველოს აპრლამენტს წარუდგინოს შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილმა სტრუქტურებმა, რომლებიც ახორციელებენ ქვეყანაში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოოების დაცვას.”
ამჟამად მოქმედი რედაქციით, საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებია:
ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს;
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში შეზღუდვის ამ საფუძვლებს დაემატება “სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე”.
საია მიიჩნევს, რომ ეს პუნქტი ძალიან ზოგადია და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს წარმოადგენს.




