საპატრიარქოს დაფინანსება 2013 წელის ბიუჯეტში 22 800 000 მილიონი ლარიდან 25 მილიონამდე გაიზარდა. საპატრიარქოსთვის გამოყოფილი დაფინანსება 2014 წლის ბიუჯეტშიც უცვლელი დარჩა.
აღნიშნული თანხიდან 14 594 300 ლარი სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტია, რომელიც საპატრიარქოს 4 უმაღლეს სასწავლებელზე ნაწილდება.
800 000 ლარი ბიუჯეტიდან საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირებაზე დაიხარჯება. ბიუჯეტიდან 958 400 ლარს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატი მიიღებს.
რაც შეეხება დანარჩენ თანხას, ბიუჯეტიდან ფული სხვადასხვა ეპარქიების დაფინანსებაზე ნაწილდება.

შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით იღებს დაფინანსებას.
2011–2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქო 22 800 000 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსდა.
იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის –კონკორდატი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოყოს საბიუჯეტო სახსრები საპატრიარქოსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოსთვის გამოსაყოფი თანხა წლების მანძილზე ბიუჯეტში მაინც აისახება.




