ახალი ამბები

ზესტაფონში მუშა დაიღუპა

12 მარტი, 2018 •
ზესტაფონში მუშა დაიღუპა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.

პროფკავშირების ცნობით, 55 წლის დავით ძაბირაძე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ჩამოვარდა. ის სახურავის ძველი ლითონის ფურცლებს ცვლიდა.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძოიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი