თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ახალ სეზონს 6 ოქტომბერს “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონით” ნაქირავებ ფართში გახსნის. სეზონის გახსნამდე თეატრმა ნაწყვეტი სპექტაკლიდან “ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” გაითამაშა თოჯინების თეატრის ყოფილ შენობაში, რომელსაც თეატრი ამჟამად ვერ იყენებს.
დავით აღმაშენებლის 103 ნომერში მდებარე შენობის გარემონტება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დროს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. ელენე მაცხონაშვილის, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის თქმით, ისინი შენობის სარგებლობაში გადმოცემას ითხოვენ.









