წარმოდგენილი ცვლილება ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენის, მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკისა და სხვა მოთხოვნების განსაზღვრის, რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის, მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხებს.
გარდა ამისა, დღეს, 2 ოქტომბერს პარლამენტმა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორი წევრი აირჩია. თავდაპირველად, კენჭისყრისას სადისციპლინო კოლეგიის წევრობის 4 კანდიდატიდან სიითი უმრავლესობა (76 ხმა) ვერც ერთმა მიიღო. მათგან ორს- ქეთევან ბექაურს მხარი 74-მა დაუჭირა, ხოლო კახა წიქარიშვილს, 70-მა.
როგორც პარლამენტის სხდომის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ განაცხადა, რეგლამენტის თანახმად, ვინაიდან პირველ კენჭისყრაზე ვერ გავიდა ვერც ერთი კანდიდატი, დეპუტატებმა მეორე ტური უნდა ჩაატარონ:
„ვინაიდან კანდიდატების რაოდენობა უნდა იყოს 2-ჯერ მეტი ვაკანსიაზე, ხოლო ვაკანსია არის 2, ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2 საუკეთესო შედეგი ჰქონდა ორ კანდიდატს, ჩვენ მაინც უნდა ვუყაროთ კენჭი ოთხივე კანდიდატს, რათა დავიცვათ წესი, რომ ორჯერ მეტი უნდა იყოს კანდიდატების რაოდენობა ვაკანტური თანამდებობების რაოდენობაზე.“
მეორე კენჭისყრის დროს ქეთევან ბექაური 84 მით 0-ის წინააღმდეგ აირჩიეს, ხოლო კახა წიქარიშვილი- 80 ხმით 1-ის წინააღმდეგ.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



