ახალი ამბები

ბორჯღალოსნებმა რუსეთი პრემიალური ქულით დაამარცხეს

10 მარტი, 2018 • 2989
ბორჯღალოსნებმა რუსეთი პრემიალური ქულით დაამარცხეს

დღეს, 10 მარტს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად რუსეთს 5 ლელო დაუდო და დამაჯერებლად (9-29) გაიმარჯვა.

მატჩის პირველი ნახევარიც დაძაბული გამოდგა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა – სამი ჯარიმით ერთი ლელოს წინააღმდეგ ბორჯღალოსნები 2 ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ერთი ქულაც არ ააღებინეს მეტოქეს.

ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა პრემიალური ქულა მიპოვეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვს.

სპორტსმენებს წვიმიან და სეტყვიან ამინდში მოუწიათ თამაში. სტადიონის დიდი ნაწილი ცარიელი იყო. ბორჯღალოსნებს ტრიბუნიდან რუსეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს დროშებით და შეძახილებით ამხნევებდნენ.

ბორჯღალოსნებმა 1993 წლიდან დღემდე რუსეთთან 22 მატჩი გამართს, საიდანაც 20 მოიგეს, 1 ფრედ დასრულდა და მხოლოდ 1 წააგეს. გუნდებს შორის ჯამური ანგარიში 557:254, ხოლო ლელოთა თანაფარდობა 64/16.

18 მარტს, დინამო არენაზე, ბორჯღალოსნები ანთიმოზის თასის დასაბრუნებლად რუმინეთს ერკინებიან. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში, ხოლო დინამო არენას სალაროებში მისი გაყიდვა 12 მარტიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი