ახალი ამბები

კომიტეტებმა კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს

2 ოქტომბერი, 2013 •
კომიტეტებმა კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს

კომიტეტების გადაწყვეტილებით, იმპიჩმენტის პროცედურა მომდევნო ეტაპზე გადადის. კერძოდ, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში საკითხის შესატანად, ინიციატივას 76 ხმა სჭირდება. ამ ხმების მოპოვების შემთხვევაში, უშუალოდ იმპიჩმენტისათვის ხმათა სრული რაოდენობის 3/5 არის საჭირო:

 

„პარლამენტის 76-მა წევრმა უნდა მისცეს ხმა, რომ საკითხი შევიდეს დღის წესრიგში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ განხილვა ამ ეტაპზე გადავიდეს. ალბათ, დღის წესრიგში შევა კენჭისყრის საკითხი და ჩვენ 90 ხმა დაგვჭირდება იმპიჩმენტისთვის. პრინციპში, პარლამენტის წევრები თვლიან, რომ ადგილი ჰქონოდა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტს,“ – ამბობს პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი თამარ კორძაია.

 

პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის განმავლობაში, თუ 90-მა დეპუტატმა იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა, საკითხი ჩავარდება და პროცედურის თავიდან დაწყება მხოლოდ 1 წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი