ახალი ამბები

მარათონის გამო 11 მარტს აღმაშენებლის გამზირის ნაწილი დაიკეტება

10 მარტი, 2018 •
მარათონის გამო 11 მარტს აღმაშენებლის გამზირის ნაწილი დაიკეტება

11 მარტს, 10:30-დან 12:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება.

მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. თბილისის მერიის განცხადებით, აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი