ახალი ამბები

რასმუსენი: მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება

2 ოქტომბერი, 2013 • • 991
რასმუსენი: მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება

 

“ღრმა შეშფოთებით აღვნიშნავ რუსეთის ფედერაციის განგრძობად აქტივობებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების განთავსების პროცესს. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და ხელს არ უწობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. ამას ნეგატიური გავლენა აქვს იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც საქართველოში ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. მე ამ ბარიერების დემონტაჟისაკენ მოვუწოდებ. ნატოს პოზიცია ნათელია. როგორც გაცხადდა ჩიკაგოს სამიტზე, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება”, – განაცხადა მან.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი