ახალი ამბები

ივანიშვილი ადეიშვილზე: ეს არ იყო მისი იდეოლოგია

2 ოქტომბერი, 2013 • • 1281
ივანიშვილი ადეიშვილზე: ეს არ იყო მისი იდეოლოგია

“მოდით, ადეიშვილზე გავაკეთოთ განმარტება, რამეთუ მართლაც გამოიწვია ვნებათაღელვა ჩემმა გამონათქვამმა. დღესაც გავიმეორებ იმას, რაც მაშინ ვთქვი და განმარტებასც გავაკეთებ. მართლაც ნიჭიერი კაცი ჩანს, თუმცა ნიჭი პოზიტივში უნდა მოხმარდეს, საზოგადოებისთვის სასარგებლო უნდა იყოს და არა დამანგრეველი. ეს არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან. ჩემი დამოკიდებულება იმასთან, რომ სისტემები შეიქმნა და შეიქმნა არაკორუფციული, ეს მოახერხა ადეიშვილმა. ნაციონალური მოძრაობის ჯგუფში ეს იყო გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანი. თუ გინდათ მისი ქმედება, დასკვნა გააკეთა სწორი. ესენი დღესაც იგივეს აგრძელებენ და კიდევ უფრო მეტ აგრესიას თესავენ საზოგადოებაში, ანგრევენ და იფუჭებენ საკუთარ იმიჯს. ისევ ძალადობით უნდათ… გააცნობიერა რელობა ამ კაცმა და წავიდა სადღაც. რა თქმა უნდა, თუ ადეიშვილმა მოახდინა რიგი კანონდარღვევები, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს და არა მე. ეს ეჭვები, რაც არსებობს საზოაგდოებაში, მეც ვიზიარებ და მეც ვუერთდები. რა თქმა უნდა, ჩემი გამონათქვამები არ ათავისუფლებს მას, მე არ ვერევი არც პროკურატურის და არც სასამართლოს კომპეტენციაში. მე არ მინდა დავივიწყო და ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად არაკორუმპირებული პროკურატურა მივიღეთ. გასაგებია, რომ მათ ავალებდნენ და ასრულებდნენ და ვისაც ძალადობრივ გადაწყვეტილებებში ჰქონდა თავისი წვლილი შეტანილი, მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ, მაგრამ ის, რომ სასამართლოც და პროკურატურაც დღეს ისეთი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ხელფასზე იყვნენ წლების განმავლობაში და ასეთი სისტემა იყო აგებული, ჩვენ ეს პოზიტივი მივიღეთ და ამით ვსარგებლობთ მაქსიმალურად. ზემოდან ჩაიხსნა პოლიტიკური ნება. ის დაკვეთები, რაც იცემოდა ზემოდან და მათ რიცხვში შეკვეთებს იღებდა ადეიშვილიც და ასრულებდა. ეს, რა თქმა უნდა, მისი ბრალეულობაა, მაგრამ შეკვეთები იყო და ეს არ იყო მისი იდეოლოგია, ისიც კი ძალადობას განიცდიდა. ეს არის ჩემი პოზიცია. მასზეც კი ვრცელდებოდა ძალადობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთხვევაში ადეიშვილი იქნებოდა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი”, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი