“მე და რიჩარდს [ნორლანდი] გვქონდა ზუსტად შეხვედრა. მახსოვს, რომ შესვენებაზე მკითხა, რომ რა ვქნათ, რა გვშეველება, რომ შენ ასე ადრე მიდიხარო. რიცხვიც კი ვუთხარი თითქმის, ნოემბერი. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ტრაგედია და იგივე ვუთხარი რიჩარდს. ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო მეგორბული ურთიერთობა, რაც აუცილებელი იყო ჩვენს ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელსაც დიდი მადლიერებით მოვიხსენიებ. ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ ამერიკის ხარჯზე ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ დავთმოთ მათი პოზიციები. ჩვენ უნდა მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ამერიკის ინტერესები ჩვენს ქვეყანაში არ შესუსტდეს და უფრო გაღრმავდეს. ამ მხრივ ჩვენ კარგი ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ გავაღმრავეთ ამ სახელმწიფოსთან ჩვენი ურთიერთობები. დაპატიჟება მე მივიღე, შეურაცხყოფას ვერ იგრძნობს ქართველი ხალხი, მეც არ მაქვს უკამყოფილების გრძნობა, პირველივე დაპატიჟება მე მქონდა აშშ–ში, რაზეც მე გამოვედი საჯაროდ და ვთქვი, რომ არ არის დრო საუკეთესო. არ წავსულვარ, მაგრამ უფრო მეტი გაკეთდა და სწორად გადალაგდა ურთიერთობები ჩვენს პარტნიორთან”, – განაცხადან პრემიერმა და საქართველოსა და აშშ–ის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში რიჩარდ ნორლანდის როლს გაუსვა ხაზი.
“კიდევ ერთხელ მადლიერებით მოვიხსენიებ ბატონ ნორალნდს, რომელიც არის ძალიან ეფექტური, პროფესიონალი, პატიოსანი და უპატიოსნესი, არავის შეეპაროს ეჭვი ნაციონალური მოძრაობიდან, რომ ჩვენ რამეს ვაჭარბებთ. დასაწყისში იოგის მასწავლებელი შევთავაზე და მითხრა ეს კორუფციას ჰგავსო. ასეთი კაცი გახლავთ ბატონი ნორლანდი. ამ დროს არის ძალიან ენერგეიული, თვეებითაა ჩემზე უფროსი, ბევრს ვხვდებით, ბევრს ვმუშაობთ. ყველა სამინისტროში და სფეროში აქვს აქტიური ქმედებები, ბევრი ჩამოდიან ამერიკიდან და ბევრი შეხვედრებიც გვქონდა. ვერავინ იტყვის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გაუარესდა ურთიერთობა ძირითად პარტნიორთან”.




