
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გთავაზობეთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და შენობის გარეთ.
თუ თქვენ შენობის გარეთ იმყოფებით:
იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი
დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები)
დარეკეთ 112-ში
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას
დაელოდეთ სამაშველო რაზმს
თუ თქვენ შენობაში იმყოფებით:
მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად
დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან
მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში
მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 მარტს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღის 12:00 საათიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 20 – 25 მ/წმ სიჩქარის ქარი იყო მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი 17:00 საათიდან გაძლიერდა. ქარის სიჩქარე, მდ. მტკვრის აუზში 20-25 მ/წმ-ის, ხოლო კახეთის რეგიონში 30 მ/წმ-ის ფარგლებშია შესაძლებელი.
პროგნოზის მიხედვით, თბილისის შიდა რაიონებში ქარის სიჩქარე 20-25, ხოლო გარეუბნებში 25-30 მ/წმ-მდე შეიძლება აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი 10 მარტის დილამდე შენარჩუნდება.
მასალების გადაბეჭდვის წესი