ახალი ამბები

პრემიერი დვანში განვითარებულ მოვლენებზე: რეაქცია გვქონდა ადეკვატური

2 ოქტომბერი, 2013 •
პრემიერი დვანში განვითარებულ მოვლენებზე: რეაქცია გვქონდა  ადეკვატური

 

“რეაქცია გვქონდა  ადეკვატური და გვაქვს დღესაც. გუშინ მთავრობის სხდომაზეც ამას ძალიან დიდი დრო დავუთმეთ. დღეს სერგეენკო მიდის, ჩასულია ალბათ უკვე, სხვა მთავრობის წევრებიც, კომისიაა შექმნილი. მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ მოსახლეობას, ჩვენ მაქსიმალურად აწეული გვაქვს ის თემა, არც ერთ საშუალებას არ ვუშვებთ, რომ არ გავაკრიტიკოთ და არ მოვითხოვოთ დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს პროცესი არა დღეს, არამედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და ამაზე ჟურნალისტებმა სწორი აქცენტი უნდა გააკეთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი