ახალი ამბებირეკლამა

TOYOTA CAMRY-ს დაუვიწყარი ტესტ–დრაივი

9 მარტი, 2018 •
TOYOTA CAMRY-ს დაუვიწყარი ტესტ–დრაივი

ტოიოტა კავკასიამ (TCA) სამხრეთ კავკასიელ ჟურნალისტებს ახალი, სრულიად განსხვავებული დიზაინისა და მანევრირების უნარების, გაძლიერებულძრავიანი CAMRY–ს პირადად გამოცდის შესაძლებლობა მისცა.

გაზაფხულს ტოიოტა კავკასია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებთან ერთად შეხვდა.

ახალი ავტომობილის პრეზენტაციის ხიბლი იმაშიც იყო, რომ ტოიოტას ეს ქმნილება მისმა შემქმნელმა და მთავარმა ინჟინერმა მასატო კაცუმატამ წარმოადგინა.

„ჩვენ გვსურდა, სულიერი კონტაქტი დაგვემყარებინა ადამიანებთან შემდეგი თაობის კამრით, ამიტომ წარმოვადგინეთ ახალი სედანის კონცეფცია, რომელიც პერფორმანსისა და პრაქტიკულობის მხრივ ფლობს უპირატესობებს. ასევე, მომხმარებელს სულიერად და ფიზიკურად აგრძნობინებს მართვის გამოცდილებას“, – უთხრა ჟურნალისტებს თავისი ქმნილების პრეზენტაციაზე მასატო კაცუმატამ.

„ამ მანქანის განვითარებისას თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მართვის დინამიკას და მანქანის საერთო პერფორმანსს, რისი წყალობითაც კამრის მართვის გამოცდილება თვისობრივად სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა“, – აღნიშნა კაცუმატამ.

პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტები ავტოგიგანტის წარმომადგენლებს უშუალო გარემოში გაესაუბრნენ.  კაცუმატამ ავტომობილის თითოეული ინოვაციური დეტალი აღწერა და  წარმოადგინა.

პრეზენტაციის განმავლობაში ჟურნალისტებს მანქანის მორგების და შეგრძნების დაუოკებელი სურვილი გაგვიჩნდა და სწორედ ამ დროს გადავიდა ტოიოტა კავკასიის დაუვიწყარი დღის წესრიგი ყველაზე მთავარზე – ტესტდრაივი.

მოკლე ტრეკზე ჟურნალისტები თავის რიგს მოუთმენლად ელოდნენ. თითოეულ ჟურნალისტს როგორც უახლესი კამრის, ისე წინა თაობის მანქანის გამოცდის საშუალება მიეცათ. მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ ტრეკი ახმაურდა.

დაუვიწყარი იყო სლალობის დროს მართვის ფანტაზიის, ემოციების სრული შეგრძნება. წინა თაობის კამრიდან უახლეს მოდელზე გადასული მძღოლები თავს სულ სხვა სამყაროში გრძნობდნენ. გაცილებით მოკლე მანძილი მუხრუჭისთვის და ზედმეტი რყევების გარეშე შესვლა სლალომზე. აქ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ახალ მოდელთან სულიერი კონტაქტის დამყარება, როგორც ამას კაცუმატა პირდებოდა მონაწილეებს – შედგა!

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის გრძელ მონაკვეთზე სიჩქარის მოყვარულებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აკრიბეს.

საინტერესო ისიც იყო, რომ ავტოდრომის გრძელ მონაკვეთზე 5 სხვადასხვა ავტომობილის გამოცდა შეგეძლო. სიჩქარე – მაღალი, მოსახვევში შესვლა 120 კმ/სთ მიჩქარით, ადრენალინის მოზღვავება.

თუმცა, ყველა მანქანაზე იგივე შეგრძნება შეუძლებელია მიიღო, როგორიც 3,5–ლიტრიანი ძრავით აღჭურვილმა კამრიმ დატოვა. საოცარი მანევრირება, სავარძელი სპორტულ სტილში, მოსახვევებში მანქანა ასეთ მაღალ სიჩქარეზეც კი პრაქტიკულად არ იხრება, სიჩქარის მყისიერი მომატება სასურველ მომენტში, ინტერიერის დიზაინი და კომფორტი – ყველაფერი ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰქმნის.

ტოიტოა კამრის უახლეს მოდელი ამ ბრენდის სახელგანთქმული სერიის მე–8 თაობის ავტომობილია.

მე–6 თაობის შემდეგ კამრი იაპონიასა (საქართველოსთვის და უკრაინისთვის) და რუსეთში (რუსეთისა და ყაზახეთისთვის) იწარმოება და მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. დღემდე 19 მლნ ერთეულია გაყიდული.

წლიური 700 ათასი ერთეულის გაყიდვით კამრი სედანების D/E კატეგორიაში მსოფლიო ბესტსელერად რჩება.

მე-8 თაობის კამრი პირველი ავტომობილია, რომელიც სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) დიზაინისა და ინჟინერის ფილოსოფიას.

დასაწყისიდანვე, სრულიად ახალი კამრის განვითარება ორ მთავარ საფუძველს: პერფორმანსს (მართვის დინამიკა, NVH,QDR და კომპლექტაცია) და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს (მაღალ ტექნოლოგიური მახასიათებლები, კომფორტი და უსაფრთხოება) ეყრდნობა.

ავტომობილი ყველა ასპექტში იქნა ოპტიმიზირებული, ხმის იზოლაციით დაწყებული, დამთავრებული ხელსაწყოთა ახალი პანელით და დაწეული ხუფით, რაც აუმჯობესებს ხილვადობას.

ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების სრული კომპლექტით, რომელიც გულისხმობს სულიერ სიმშვიდეს ქალაქში და ღია გზებზე.

ახალი კამრის ტევადი სალონი აერთიანებს ოსტატობას სივრცესთან და პრაქტიკულობასთან, რაც თქვენ გჭირდებათ. უახლოესი ტექნოლოგიები გვიჩვენებენ მართვისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას და გეხმარებათ ნებისმიერი მგზავრობის დროს გქონდეთ კავშირი.

იმ ძირითადი ღირებულებების (QDR – ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა) შენარჩუნების პარალელურად, რომლებმაც ასე პოპულარული გახადა ავტომობილი, სრულიად ახალი კამრი მძღოლს სთავაზობს ექსტერიერისა და ინტერიერის შთამბეჭდავ დიზაინს, უსაფრთხოებას, ინოვაციურ ტექნოლოგიას და მართვით მიღებული სიამოვნების ახლად აღმოჩენილ საფეხურებს.

ამ და სხვა უამრავი უპირატესობების გათვალისწინებით, რომლებიც კავკასიელი ჟურნალისტებისთვის ხელშესახები სრულად შეგრძნობადი გახადა ტოიოტა კავკასიამ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „კამრის დრო მოვიდა!“, „სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი“.

ახალი ტოიოტა კამრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან : „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი