ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდა აქტივისტებს მიმართა და 1 ოქტომბრის არჩევნები გაიხსენა:
“ის სიტუაცია, რომელიც იყო და როგორ ძალადობდა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებზე, როგორ ჰქონდა თითქოს ყველაფერი დაბალანსებული და განაღდებული და როგორ ავაყირავეთ ჩვენ ეს სიტუაცია, როგორ ბრძნულად მოვაწყეთ და კარგი ორგანზიება გავაკეთეთ, თუ ამას ყველაფერს გავიხსენებთ, მართლაც შეიძლება ერთმანეთს მივულოცოთ. ჩვენი ყველაზე დიდი პოტენციალი, ყველაზე დიდი ძალა, გენეტიკა, ყველაფერი ავამუშავეთ… ავამუშავეთ ჩვენი წინაპრების სიბრძნე, ის როგორც გავაკეთეთ ჩვენ, როგორ ორგანიზებულად და დაბალანსებულად მოვახდინეთ ყველაფერი, ყველაზე დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანასაც კი შეშურდებოდა, ვინც კარგად იცოდა, თუ რეალურად რა სიტუაცია იყო საქართველოში მანამდე, თუმცა ევროპელებს არ ჰქონდათ ეს გაგებული და ამერიკელებსაც, და დღესაც ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცოდით? ჩვენი საყვარელი რეჟისორი რობიკო სტურუა 1 ოქტომბრამდე სამჯერ იყო მოსული, ბოლოს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და მეუბნებოდა, რომ იცოდე, ეგენი უსისხლოდ არ წავლენო. სულ ვეუბნებოდი რობიკოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდესო. ამას მივაღწიეთ და ეს ჩვენი დიდი სიბრძნის ფასად იყო მიღწეული”, – განაცხადა ივანიშვილმა და არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ ‘ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების გადაცემის საკითხზეც ისაუბრა:
“ჩვენ სააკაშვილსაც კი სახე შევუნარჩუნეთ, რომ ჩადიოდა ევროპაში და ტრაბახობდა, ნახეთ.. დღესაც ევროპელები გაოგნებულები არიან, რატომ მიდის ძიება, რატომ მიდის ხალხის დაჭერა, როდესაც ეს კაცი ადგა და ყველაფერი გადმოგცათო. იმხელა ძალა ვაჩვენეთ, იმხელა მუხტი ვაჩვენეთ, რომ ნახა, გასანძრევი აღარ ჰქონდა. აი, ეს იყო მხოლოდ ერთადერთი. რა დემორკატიც ეგაა, კარგად ვიცით, და რისი გადმომცემიც იყო, მაგრამ ნახა, რომ გამოსავალი არ არსებობდა, სწორედ ამაშია ჩვენი დიდი ძალა”.




