ახალი ამბები

აშშ–ის მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო NASA– ს ვებ–გვერდი გაითიშა

2 ოქტომბერი, 2013 •
აშშ–ის მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო NASA– ს ვებ–გვერდი გაითიშა

“ფედერალური მთავრობის დაფინანსების ვადის ამოწურვის გამო NASA–ს ვებ–გვერდი არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ ამ უხერხულობის გამო”– აღნიშნულია ნასას ვებ–გვერდზე.

 

მოგვიანებით “ნასას” ტვიტერის ანგარიშზეც გაჩნდა ვებ–გვერდის მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებული ტვიტი:

 

– “ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ტვიტერზე ინფორმაციის გავრცელებას და პასუხებზე რეაგირებას, სანამ მთავრობა არ მუშაობს. როგორც კი შესაძლებელი გახდება, დავბრუნდებით”

 

 

ნასას მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ომამამაც:

 

“ნასამ მუშაობა თითქმის სრულად შეაჩერა, მაგრამ მისიების კონტროლის სამსახური ღია რჩება. რადგან დაეხმარონ იმ ასტრონავტებს, რომლებიც კოსმოსურ სადგურებში მუშაობენ”– განაცხადა ობამამ.

 

მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო თეთრი სახლის ვებ–გვერდის მუშაობაც შეჩერებულია, თუმცა საიტი გათიშული არ არის, უბრალოდ, ვებ–გვერდის კონტენტი არ განახლებულა.  მუშაობა შეჩერებული აქვს აშშ–ის მთავრობის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებ–გვერდსაც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1 ოქტომბერს აშშ-ში ფინანსური წელი მიუღებელი ბიუჯეტით დაიწყო, რის გამოც აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ფუნქციონირება შეაჩერა.

 

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას, რათა კონგრესი აიძულოს, რაც შეიძლება მალე აღდგეს მთავრობის მუშაობა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯარმა უნდა განაგრძოს ფუნქციონირება, თუმცა სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს უფასო შვებულებაში მოუწევს გასვლა.

 

ბოლო 17 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ში ფედერალური მთავრობის დაფინანსება შეწყდა. კონგრესში ვერ მოხერხდა ბიუჯეტის კანონზე შეთანხმება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, რამაც ფედერალური მთავრობის ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწვია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი