ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ევროკავშირის ელჩებთან დიცსა და დვანზე ვისაუბრებ

30 სექტემბერი, 2013 • 1130
ფანჯიკიძე: ევროკავშირის ელჩებთან დიცსა და დვანზე ვისაუბრებ

“ასევე ყურადღება გამახვილდება იმაზე, რას ველით ვილნიუსის სამიტის შემდეგ. მე მათ ინფრომაციას მივაწოდებ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. გარდა ამისა, საუბარი იქნება ჟენევის მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის მონიტორების მისიაზე, რადგან ეს ყველაფერი უშუალოდ ეხება ევროკავშირს.

რასაკვირველია, გავამახვილებთ ყურადღებას დიცსა და დვანზე. ეს დელეგაცია სწირედ დღეს იმყოფებოდა იქ. აქედან გამომდინარე მათი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პუნქტი არის უსაფრთხოების საკითხი ე.წ. საზღვრის მიდამოებში,”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. 

მინისტრის თქმით, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც მონიტორებს 15 თვით გაუგრძელდათ ვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი