ახალი ამბები

ქვეყნები, რომლებმაც ტატუნაშვილის გარდაცვალებას მკაცრი შეფასება მისცეს

7 მარტი, 2018 • 2021
ქვეყნები, რომლებმაც ტატუნაშვილის გარდაცვალებას მკაცრი შეფასება მისცეს

ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, არაერთი სახელმწიფო გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს ცხინვალში. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილი თებერვალში დააკავეს, მეორე დღეს კი თქვეს, რომ ის “გულის უკმარისობით გარდაიცვალა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ცხედარი რუსეთს და სამხრეთ ისეთის დე ფაქტო მთავრობას ოჯახისთვის ამ დრომდე არ გადმოუცია.

“23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მოვითხოვთ ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების სწრაფ და ობიექტულ აღრიცხვას და დამნაშავეთა მარღლმსაჯულების წინაშე წარდგენას.

მოვუწოდებთ, რომ გათავისუფლდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ყველა დაკავებული მოქალაქე” – აცხადებს პოლონეთის საელჩო.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება გმობს სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და მოითხოვს ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების დაშვებას.

აშშ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე, ასვეე ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებაზე.

“აშშ მოუწოდებს ამ ტრაგიკული ინცინდენტის ყველა გარემოების გამოძიებისკენ და აგრძელებს ყველა მხარის წახალისებას, რომ შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე, რათა ოკუპირებულ რეგიონში ორმხრივი ნდობა და გამჭვირვალობა გაძლიერდეს”,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა.

“რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეპრესიული რეჟიმის მახინჯი მხარე”, – ასე ეხმაურება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ტატუნაშვილის გარდაცვალებას.

ესპანეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ამომწურავ და გამჭვირვალე გამოძიებას ჩაატარებს და საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს გაათავისუფლებს, ასევე სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთლიანობასა და ტერიტორიულ სუვერენიტეტს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ევროკავშიის წერილს, სადაც სამძიმარს უცხადებს ტატუნაშვილის ოჯახს და

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმარს უცხადებს ოჯახს და მოთხოვს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, ასევე, საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლებას.

ლატვია შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო.

განცხადება ასევე გაავრცელა ევროკავშირმა, სადაც საუბარია, რომ  არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვისა და მასთან ერთად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების ფაქტი სერიოზული შეშფოთების საფუძველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი