ფონდის თანაინვესტირება პროექტებში 25-დან 75%-მდე იქნება და იგი მიიღებს თანამონაწილეობას ინვესტორებთან ერთად. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფონდმა დამოუკიდებლად დაიწყოს პროექტების განხორციელება და ინვესტორები შემდეგ მოიზიდოს. თითოეული პროექტის ხანგძლივობა იქნება 7 წელი.
ფონდის კაპიტალი დღეის მდგომარეობით არის 6 მილიარდი დოლარი და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ფონდის კაპიტალში 15%-ია, ანუ – 900 მილიონი დოლარი. ფონდი დააფინანსებს ქართველ და უცხოლ ინვესტორებს.
ფონდში ინვესტიციების კუთხით ბიძინა, ივანიშვილის გარდა, თანამონაწილეობს “დაბი ჯგუფი”, რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.
ფონდის პრეზენტაცია დღეს, 30 სექტემბერს გაიმართება თბილისში, სასტუმრო შერატონში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.







