ახალი ამბები

ბათუმში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

30 სექტემბერი, 2013 •
ბათუმში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

“ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, N6-ში მცხოვრებ ირაკლი ცივნარიძეს, რომელიც საკუთარი სახლის აივანზე იდგა, სახლის მოპირდაპირედ მდგომმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა ვახტანგ ჩ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 236-ე და 19-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი