” მალე იქნება პრეზიდენტის არჩევა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საქართველოსთვის. ვინც მიგაჩნიათ ღირსი, რომელსაც შეუძლია ამ ურთულესს დროს გაუძღვეს ჩვენს ქვეყანას, იმას მიეცით ხმა”– განაცხადა ილია მეორემ.
დღევანდელი ქადაგების ფარგლებში ილია მეორემ კიდევ ერთხელ ისაუბრა აფხაზეთის ომზე და აღნიშნა, რომ მალე მწუხარება სიხარულით შეიცვლება და საქართველო გამთლიანდება.
სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა, ილია მეორემ ჟიული შარტავა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს, სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა, ხოლო აფხაზეთის უზენაეს საბჭოს წმინდა ნინოს ოქროს ორდენი გადასცა.