მარსის ნიადაგის ერთი კუბური ფუტი დაახლოებით 2 პინტა ( 1,14 ლიტრ) წყალს შეიცავს, თუმცა წყლის მოლეკულები თავისუფლად ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ნიადაგის სხვა მინერალებითაა შემოსაზღვრული.
“ჩვენ ვფიქრობდით, რომ მარსი მშრალი ადგილია- წყლის აღმოჩენამ ძალიან ამაღელვა”_განაცხადა ლური ლეშინმა, რომელიც ჟურნალ “Science”- ში გამოქვეყნებული ხუთი ნაშრომიდან ერთ-ერთის ავტორია, რომლის მიხედვითაც, მარსზე წყლის არსებობა დადასტურდა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტის ზედაპირის საფარის 2% წყალია.
მოხეტიალე Curiosity მარსზე 2012 წლის აგვისტოს შემდეგ იმყოფება. ამჟამად იგი გალის კრატერს სწავლობს.





