ახალი ამბები

67 მსჯავრდებული გათავისუფლდა

28 სექტემბერი, 2013 •
67 მსჯავრდებული გათავისუფლდა

67 გათავისუფლებული მსჯავრდებულისგან 14  ქალია.

 

“კომისიამ ქალების საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა. კომისიამ სულ 300 მსჯავრდებულის საქმეს გადახედა, საიდანაც 67 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის სხდომა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 დაწესებულებაში გაიმართა. გადაწყვეტილება ქალ მსჯავრდებულებს კომისიის წევრებმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ გააცნეს”, -ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

სამინისტროს ცნობით, კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომელთაც ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებს და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.

 

“შუამდგომლობების განხილვისას კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ამასთანავე, შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი