შსს აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად ჩაატარეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“ და მისი აქტიური წევრები არიან. საგამოძიებო მოქმედებების დროს ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები ე.წ. „ქურდული გარჩევის“ გზით მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაციაში.
გამოძიება “ქურდული სამყაროს: წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.