როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ოთარ სეფიაშვილს წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის, ხოლო ოთარ სეფიაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დაფასებისა და აღიარებისთვის.
ოთარ სეფიაშვილი უკვე 17 წელიწადია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მან საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ში გამოცემული წიგნიც უსახსოვრა, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპატიო ადგილს დაიკავებს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომლის გახსნასაც იგი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს.




